ზაზა გაბუნია ლეონიდ კალაშნიკოვს: მოეშვით ულტიმატუმით საუბარს!

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია რუსეთის ფედერაციის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებას ეხმაურება. გაბუნია კალაშნიკოვის განცხადებებს ცინიკურსა და თავხედურს უწოდებს.

„ჩვენ გუშინ, მკვლელობიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მივიღეთ საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სხეული, რომელზეც არის ძალადობის კვალი. ეს არის საშინელი ტკივილის მიზეზი მთელი ერისთვის და ამ ფონზე თქვენი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ ამ ტრაგედიაზე, არის გაუგონარი თავხედობა. ჩვენ გვსურს მშვიდობა, მაგრამ მშვიდობის სურვილი არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი მოქალაქის ჯალათურ მკვლელობაზე თვალს დავხუჭავთ. მოეშვით ულტიმატუმით საუბარს!“ – აცხადებს ზაზა გაბუნია.

Leave a Reply