რუსთავი-თბილისის სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი გაიფიცა

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო მიკროავტობუსებიმძღოლების ნაწილი გაიფიცა. მათ რუსთავიდან უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მგზავრების გადაყვანაზე უარი განაცხადა, მიზეზი მოსაკრებლის ტარიფის გაზრდაა. მძღოლები ამბობენ, რომ კომპანია „ინტერ-ტრანსთან“ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე 50 ლარს იხდიდნენ, თუმცა კომპანიამ მოსაკრებელი 10 ლარით გააძვირა.

კომპანია „ინტერ-ტრანსის“ დირექტორის მოადგილე თენგიზ სანიკიძე აცხადებს, რომ მძღოლები 50 ლარს მხოლოდ არდადეგების და სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის შეწყვეტის პერიოდში იხდიდნენ.

„50 ლარი, რომელსაც ჩვენი კომპანია ზამთრის არდადეგების პერიოდში უწესებს მძღოლებს და 10 ლარით უკლებთ, მარტის თვიდან, როცა სასწავლო პროცესი გრძელდება, ისევ ადის ძველ ნიშნულზე, 60 ლარზე. მოლაპარაკებას მძღოლებთან დღეს, რა თქმა უნდა, დავიწყებთ“,-განაცხადა თენგიზ სანიკიძემ.

Leave a Reply