რუსეთში ბიზნესმენი და მისი 7 წლის შვილი მოკლეს

რუსეთში, ქალაქ ორენბურგში ადგილობრივი ბიზნესმენი დენის ჩერნოვი და მისი 7 წლის ვაჟი მოკლეს.

სამართალდამცავებმა ბიზნესმენის მანქანას მიაგნეს, რომელსაც კვამლი ასდიოდა, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დამნაშავემ კვალის დაფარვის მიზნით ავტომობილს ცეცხლი წაუკიდა.Toyota Land Cruiser 200-ში გარდაცვლილი ბიზნესმენიცხედარი და მისი 7 წლის ვაჟი აღმოაჩინეს, რომელსაც ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.

მოზარდი საავადმყოფოში გადაყვანის დროს გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან და მიმდინარეობს საქმის გამოძიება.

 

 

 

Leave a Reply