„რატომ ითვლება დემოკრატიულ საფრანგეთში ყოფილი მაღალჩინოსნის პასუხისგებაში მიცემა სამართლიანად და ჩვენთან ამათი პასუხისმგებაში მიცემა სირცხვილად და თავის მოჭრად“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს ხელისუფლება და ოპოზიცია გააკრიტიკა.

„სამწუხაროდ არ აქვს ამ დარბაზს ფანჯრები, რომ ცოტა გავანიავოთ ჰაერი, რომ ამათგან დაგროვილი ამდენი დემაგოგია და ნეგატივი, ეს ბოლი, კვამლი განიავდეს. აქ სხედან ადამიანები, რომლებიც რუსეთთან ერთად არიან ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვის, ამ ლიბრეტოს ჩანაფიქრის თანაავტორები და მათი ერთ-ერთი ლიდერი მოსახლეობას პამპერსიანი ელაპარაკებოდა, როგორ დაიცვას მოსახლეობამ თავი ჩანგლებით, დანები, ცოცხებითა და აქანდაზებით.

არ უნდა აინტერესებდეს არცერთ ჩვენს მოქალაქეს და არც მთავრობის წევრს, რას ფიქრობს უგულავა და ბოკერია, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ თუ იქნება, მაშინ დავლაგდებით.

სარკოზი დააკავეს და დააპატიმრეს, მერე სააკაშვილის ჯერი დადგება. კითხვა მაქვს ჩემ საყვარელ ხელისუფლებასთან ძალიან მარტივი, რატომ ითვლება დემოკრატიულ საფრანგეთში ყოფილი მაღალჩინოსნის პასუხისგებაში მიცემა სამართლიანად და პროგრესულად და რატომ ითვლება ჩვენთან ამათი პასუხისმგებაში მიცემა სირცხვილად და თავის მოჭრად“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

 

Leave a Reply