პარლამენტმა რეზოლუციის ერთობლივი პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 106 ხმით მიიღო რეზოლუციარუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პროექტი სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ წარადგინა. მან, პირველ რიგში, სამძიმარი გამოუცხადა ტრაგიკულად დაღუპულ არჩილ ტატუნაშვილისოჯახს.

„პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. ეს არის უმძიმესი დანაკარგი ოჯახისთვის და მთელი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ ინიცირებულირეზოლუციაც, პირველ რიგში, სწორედ, ამ საკითხს ეხმიანება.

ჩვენ ვაკეთებთ ძალიან მკაცრ და პრინციპულ შეფასებებს მომხდართან დაკავშირებით, ვინაიდან საქმე გვაქვს ადამიანის უფლებების ძალიან უხეშ დარღვევასთან. ეს არ არის პირველი ფაქტიოკუპირებულ რეგიონებში, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ ხდება სიცოცხლის ხელყოფა, თავისუფლების ხელყოფა და ადამიანის უფლებათა სხვა მძიმე დარღვევები”,-განაცხადაარჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო რეზოლუციის პროექტის მომზადების პროცესში.

„მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო რეზოლუციასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში, ყველა ჩემს კოლეგას იმისათვის, რომ საბოლოოჯამში მოხერხდა რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით ყველა მთავარ პრინციპზე შეთანხმება. მისასალმებელია, რომ ჩვენს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას ექნება უმცირესობისმხარდაჭერაც“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ცხედარი ოჯახს დაბრუნებოდა, რაც შესაძლებელი 28 დღის დაგვიანებით გახდა.

არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა იმ მოთხოვნებზე, რომლებზეც პარლამენტირეზოლუციაშია ასახული.

რეზოლუციაში ასახულია ის მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება ამ ფაქტზე საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებას, რომელიც უკავშირდება ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათადაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაშვებას და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას, რომელიც რუსეთთან 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაშია ასახული. რა თქმაუნდა, რუსეთს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე სრული კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, ეკისრება პასუხისმგებლობა იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც ამრეგიონებში ხდება.

ჩვენ გავაგძელებთ ძალისხმევას, გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატს, საერთაშორისო სამართლის ყველა ინსტრუმენტს იმისათვის, რომ ადამიანის უფლებათა დაღრვევებზე დავითარებაზე, რომელიც ორივე ოკუპირებულ რეგიონშია, პასუხები იქნას რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაცემული”,-აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად მომხდარისა, ხელისულების მიზანი კვლავ რჩება უზრუნველყოს ქვეყნის პროგნოზირებადი, მშვიდობიანი განვითარება და მომავალი.

„მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ჩვენი სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკა და მიდგომა ამ პრობლემებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კვლავ განუხრელად რჩება პრაგმატული დაჩვენი მთავარი მიზანი არის იგივე, რაც საქართველოს თითოეული მოქალაქის -საქართველომ გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება, საქართველომ გააგრძელოს საკუთარი მიღწევებისკონსოლიდაცია და ხელისულებამ უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, ქვეყნის უსაფრთხოება და ქვეყნის პროგნოზირებადი, მშვიდობიანი განვითარება და მომავალი. ესარის ჩვენთვის ყველაზე მთავარი ღირებულება”,-აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

Leave a Reply