მოკლული ბიზნესმენის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოკლული ბიზნესმენის ცხედარი სამართალდამცველებმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ბიზნესმენის სახლთან საქმის ზედამხედველი პროკურორი ზვიად ფხაკაძე იმყოფებოდა. ფხაკაძის გაცხადებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და საქმეში ყველა საჭირო სამსახური ჩართული.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებს, ყველა საჭირო სამსახური ჩართულია“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მკვლელობა დღეს მოხდა. მოკლულია ერთ-ერთი ბაზრობის მეწილე ნუგზარ კახიძე. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

Leave a Reply