მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უერთდებიან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს

„ნამდვილად არ ვიცი რა უნდა მოხდეს მეტი ლუსტრაციისათვის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უერთდებიან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს და ხმას არ აძლევენ რეზოლუციას საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ,ხმას არ აძლევენ რეზოლუციას რუსეთის წინააღმდეგ“, – განუცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს, არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრის შემდეგ.

დღეს, საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი 106 ხმით მიიღო.

Leave a Reply