დაჭრილია მოკლული ბიზნესმენის დამხმარე ქალი

თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე სახლში მოკლული ბიზნესმენიდამხმარე ქალი დაჭრილია. ცოტა ხნის წინ ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე მოკლეს. მას 7 ტყვია ესროლეს.

როგორც ცნობილია, მას თავდამსხმელები როგორც „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები ისე გაეცნენ, შემდეგ კი ესროლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენს 30 წლამდე მამაკაცმა ესროლა.

შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 წყარო: „რუსთავი 2“

Leave a Reply