ცენტრი „ემპათია“: წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები

ცენტრი „ემპათიაარჩილ ტატუნაშვილიექსპერტიზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„2018 წლის 20 -21 მარტს  ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ჩატარებულ იქნა სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც მონაწილეობდა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ბატონი ირაკლი თოიძე, პროკურატურის დადგენილების შესაბამისად.

წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს წამების კვალზე.

ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ჩატარდეს კომპლექსურ – კომისიური ექსპერტიზა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ, მინესოტას პროტოკოლი, სტამბოლის პროტოკოლი, რათა დადგენილ იქნას წამების სავარაუდო ფაქტსა და გარდაცვალების მიზეზს შორის მიზეზ – შედეგობრივი კავშირი“, – წერია განცხადებაში.

Leave a Reply