„არანაირი გადავადება, ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს“

დედაქალაქის მერმა ხელშეკრულების შეწყვეტის გადავადების მოთხოვნასთან დაკავშირებით კომპანია „სითი პარკის“ იურისტებს,  უპასუხა. კახა კალაძის განცხადებით, არანაირი სასამართლო დავა არ მიმდინარეობს და არანაირი გადავადება არ იქნება, მისივე თქმით, 10 აპრილიდან საქმიანობას თბილისის სატრანსოპრტო კომანია შეუდგება.

„არანაირი სასამართლო დავა არ მიმდინარეობს, მათ სარჩელი, როცა შეიტანეს, არ იქნა დაკმაყოფილებული. არანაირი გადავადება, ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, 10 აპრილიდან საქმიანობას შეუდგება თბილისის სატრანსპორტო კომპანია“,-განაცხადა კალაძემ.

სითი პარკი“ მერიას მიმართავს, გადაავადოს ხელშეკრულების გაწყვეტის თარიღი. შესაბამისი განცხადება, კომპანიის ადვოკატმა მერიაში შეიტანეს. კომპანია მოითხოვს, რომ ხელშეკრულება არ შეწყდეს იქამდე, ვიდრე სასამართლო კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

Leave a Reply