22-23 მარტს საქართველოს ალექსანდრე ლუკაშნეკო ეწვევა

22-23 მარტს საქართველოს ალექსანდრ ლუკაშნეკო ეწვევა. ინფორმაციას 1tv.ge ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, ლუკაშენკო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. მხარეები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივაზე იმსჯელებენ. ისინი ასევე განიხილავენ პროდუქციის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას, საერთო საწარმოების გახსნის შესაძლელობებს, თანამშრომლობას სამეცნიერო, სამედიცინო და განათლების სფეროებში.

ლუკაშენკო და მარგველაშვილი პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, საერთაშორისო კონტაქტებზე, ასევე რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილ სიტუაციაზე იმსჯელებენ.

ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის პრეზიდნეტი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი მარგველაშვილს და კათალიკოს პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება.

ლუკაშენკოს თბილისში ყოფნის დროს საქართველოს დედაქალაქი მინსკის დღეებს უმასპინძლებს. გაიმართება ერთობლივი ბიზნეს ფორუმი. დაგეგმილია რამდენიმე კულტურული და სპორტული ღონისძიება. ასევე გაიმართება მინსკში დამზადებული პროდუქციის გამოფენაც.

Leave a Reply