საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის გამარჯვებულია

ფოტო: “თიბისი ბანკი”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის გამარჯვებულია. “ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 25:16 დაამარცხეს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის და ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასები ერთდროულად მოიპოვა.

შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართა.

მატჩის დაწყებამდე, ჰიმნის შესრულების დროს, მოედანზე “ბორჯღალოსნები” მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერათ.

Leave a Reply