რუს ბიზნესმენს მოდელი 7 წელი სექსმონად ჰყავდა დატყვევებული

რუსი ყოფილი მოდელი ერთ-ერთ ბიზნესმენს 7 წელი დატყვევებული ჰყავდა.

25 წლის ნატაშა სერებრი გამოცემასთან ამბობს, რომ ბიზნესმენი მას ყოველ დღე სცემდა და აუპატიურებდა. მას ახლა ანორექსია და სხეულზე მრავლობითი მოტეხილობები აქვს, დაზიანებული აქვს ორგანოები.

მისივე თქმით, კაცი მასზე 30 წლით უფროსია. ნატაშა ამბობს, რომ მიუხედავად მრავალგზის ძალადობისა, მის მიმართ გულგრილი არასდროს ყოფილა.

როგორც ნატაშა ჰყვება, ის ბოლოს მოსკოვის ერთ გარეუბანში ცხოვრობდა. ერთ დღეს სისხლდენა დაეწყო. მან ვიაჩესლავს სთხოვა საავადმყოფოში წაეყვანა. ბიზნესმენმა ბავშვები მძევლად დაიტოვა.

ქალმა დახმარება საავადმყოფოს თანამშრომლებს სთხოვა. ექიმებმა ვიაჩესლავი კლინიკაში დაიბარეს და დაავლეს ნატაშას სისხლი ანალიზისთვის სხვა კლინიკის ლაბორატორიაში წაეღო. ამ დროს კი ნატაშა შვილებთან ერთად მანქანაში ჩასვეს და ლტოლვილთა თავშესაფარში გაუშვეს.

სოციალური მუშაკი, რომელიც ნატაშასთან და მის შვილებთან მუშაობს, ამბობს, რომ ქალს გაუმართლა, ცოცხალი რომ გადარჩა.

 

Leave a Reply