„მისი ღონიერი სიტყვა ძალიან დიდხანს დარჩება ქართველი ერის ცნობიერებაში“

ჯანსუღ ჩარკვიანი მიეკუთვნებოდა იმ პოეტთა პლიადას, რომლებმაც შექმნეს მთელი ეპოქა ჩვენს მწერლობაში“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. პრემიერი სამების ტაძარში ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„ძალიან გულდასაწყვეტია ასეთი ადამიანის წასვლა ამ ქვეყნიდან, ჯანსუღ ჩარკვიანი მიეკუთვნებოდა იმ პოეტთა პლიადას, რომლებმაც შექმნეს მთელი ეპოქა ჩვენს მწერლობაში, ქართულ პოეზიაში და ნამდვილად მისი ღონიერი სიტყვა ძალიან დიდხანს დარჩება ქართველი ერის ცნობიერებაში“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ოჯახს მეგობრებმა, პოლიტიკოსებმა და კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.

ჯანსუღ ჩარკვიანს სამების ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 86 წლის ასაკში 6 ნოემბერს გარდაიცვალა

Leave a Reply