„ლეოგრანდის“ მფლობელი: არ მქონდა ინფორმაცია სასტუმროს დაჯარიმების შესახებ

სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელი, ბათუმში ჩავიდა, თურქი ბიზნესმენი ეროლ ავგორენი რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგედიის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. ავგორენის განცხადებით, სასტუმროში უსაფრთხოების ნორმები შეესაბამებოდა სტანდარტებს და მას არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასტუმრო უსაფრთხოების ნორმების გაუმართაობის გამო დაჯარიმებული იყო.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპული ადამიანების წინაშე და ვიზიარებთ ამ მწუხარებას. დღეს გლოვის დღეა და ჩვენ მოვინახულებთ მათ ოჯახებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭირო იქნება მათთვის. ჩამოსული იყო საქართველოს პრემიერმინისტრი და სხვა მინისტრები, ჩვენ მათთან ერთად ვისაუბრეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო, მე არ მქონდა ინფორმაცია სასტუმროს დაჯარიმებასთან დაკავშირებით“,-განაცხადა თურქმა ბიზნესმენმა.

 

Leave a Reply