არგენტინის პრეზიდენტი მაურისო მარკი ვლადიმერ პუტინსა და მსხვილ ბიზნესმენებს შეხვდება

რუსეთისა და არგენტინის პრეზიდენტები 23 იანვარს, კრემლში, შეხვდებიან. თავდაპირველად, პოლიტიკოსები პირადად განიხილავენ რამდენიმე საკითხს, შემდეგ კი გაფართოერბულ ფორმატში თათბირი გაიმართება, ამის შესახებ რუსულ პრესას არგენტინის ელჩმა რუსეთში, რიკარდო ლაგორიომ განუცხადა.

დიპლომატის განცხადებით, ახლა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მაღალ დონეზე არ არის. პრეზიდენტები პოლიტიკური დეკლარაციის მიღებას გეგმავენ, დასძინა ლაგორიომ.

არგენტინის პრეზიდენტი სამუშაო საუზმეს გამართავს 18 უმსხვილეს კომპანიის წარმომადგენელთან. მარკი ბიზნესმენებთან, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების საკითხს განიხილავს.

ორი ქვეყნის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ბირთვული ენერგეტიკის საკითხსაც განიხილავს.

 

 

Leave a Reply